22, ოქტომბერი 2019 16:50:00
,,ნობელის ქალაქი“ - ამ სახელწოდებით ქალაქში უფასო ტური მოეწყო. ალფრედ ნობელის დაბადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობიდან დაიწყო და ბათუმის ნავსადგური და ყველა ის ტერიტორია მოიცვა, რაც ძმების ქალაქში მოღვაწეობას უკავშირდება. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა პრაქტიკოსმა და დამწყებმა გიდებმა მიიღეს.