2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება, საშუალოდ, 1500-1800 ლარს მიაღწევს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა სტატუსი შეიცვალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:
- - უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი;
- - წამყვანმა მასწავლებლებელი - 1435 ლარი;
- - მენტორი მასწავლებლებელი - 1745 ლარი.
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და აიმაღლებს სტატუსს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.