23, ოქტომბერი 2019 17:25:00
მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლის წინ თვითმკვლელობას აპირებდნენ. კახაბრის ქუჩაზე მცხოვრებლებმა თვითნებულად დაკავებული მიწების რეგისტარციის გაჭიანურება გააპროტესტეს. მათი თქმით, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებული ფართების დაკანონებას შეჰპირდნენ, თუმცა, ამბობენ, რომ შეპირება ამ დრომდე არ განხორციელებულა. მათი მტკიცებით, საცხოფრებელი ფარდულის გადახურვის გამო, მთავრობამ ერთ-ერთი მათგანი 3000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული მოქალაქეები ამბობენ, რომ სოციალური სასადილოს მეშვეობით იკვებებიან და ამ თანხის გადახდის მატერიალური რესურსი არ გააჩნიათ.