23, ოქტომბერი 2019 16:40:00
ბათუმის ნავიგაციიის სასწავლო უნივერსიტეტში DAAD-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებსა და პერსონალს იმ გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთაც ფონდი გერმანიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სთავაზობს. დაადი საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. დაარსებიდან დღემდე DAAD-მა ორი მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ.