23, ოქტომბერი 2019 16:21:00
თამილა დოლიძე და სოსო სტურუა „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ილია ვერძაძეა, წევრებმა თამილა დოლიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. თამილა დოლიძე აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელია. ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. სოსო სტურუა კი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი იყო.ჩვენი ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის, ევროპული საქართველოსა და ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის სავარაუდო რჩეული დიანა ვაშაყმაძე ან თამარ წილოსანი იქნებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი სავარაუდოდ, გია ქარცივაძეს წარადგენს. შეგახსენებთ, მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.