24, ოქტომბერი 2019 10:18:00
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის "სპორტულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
⚽️ ფინალში ერთმანეთს მერიისა და ენერგო-პრო ჯორჯიას გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში საფეხბურთო ტურნირი 1-0 ენერგო-პრო ჯორჯიას გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. II ადგილზე მერიის გუნდი გავიდა, ხოლო III ადგილი რესტორან აბხ -ს გუნდს ხვდა წილად.
⚽️პროგრამის ფარგლებში I ადგილზე გასულ გუნდს ფულადი თანხა 500 ლარი, თასი, მედლები და სიგელები გადაეცა. II ადგილის მფლობელი გუნდი ფულადი თანხით 400 ლარი, თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა. III ადგილის მფლობელ გუნდს კი ფულადი თანხა 300 ლარი, თასი, მედლები და სიგელები გადაეცა.
⚽️ შეჯიბრში სულ12 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი მერიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.