26, აპრილი 2017 17:02:00
აჭარის დასაქმების სააგენტომ და პროფესიული კოლეჯი - „ბლექსის“ ხელმძღვაენლობამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა აიღეს ვალდებულება, დუალური სწავლების მხარდასაჭერად ღონისძიებები ერთობლივად განახორციელონ. დუალური განათლება ისეთ სწავლებას გულისხმობს, როცა სტუდენტი თეორიის პარალელურად პრაქტიკულ სწავლებას იმ გარემოში გადის, სადაც უნდა დასაქმდეს. სწავლების ეს ფორმა მიზნად ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების გამოშვებას ისახავს.