25, ოქტომბერი 2019 11:25:00
„ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“-ეს სიტყვები სასულიერო პირმა არქმინადრიტმა ბართლომემ მას შემდეგ დაწერა, რაც ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა. სასულიერო პირის ამ კომენტარს სოციალურ ქსელში თავად მეცო-სოპრანო აქვეყნებს. ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.