25, ოქტომბერი 2019 17:23:00
15 ხმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი სოსო სტურუა გახდა. 17 დეპუტატიდან მას მხარი ბურჯანაძე - დემოკრატების წარმომადგენელემა არ დაუჭირა, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა თამილა დოლიძემაც. რაც შეეხება დამოკიდებელი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მათ არჩევანი თამარ წილოსანზე გააკეთეს. იგი უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა. ამ დრომდე ბორდში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილია, რომელიც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტაა. თუმცა მათ კანდიდატი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.