26, აპრილი 2017 20:06:00
ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით,აჭარაში ბელგიის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის დღეს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გამართეს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ღირსშესანიშნაობებსა და მომსახურების ხარისხს. ასევე მოინახულებენ სამთო სათხილამურო კურორტებს. მოგვიანებით, ბელგიელი ექსპერტები რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და შესაძლებლობებზე საკუთარ შეფასებას მოამზადებენ. ვიზიტი რეგიონში ოთხ დღეს გაგრძელდება.