28, ოქტომბერი 2019 09:41:00
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ, 74 წლამდე კაცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ კაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი იყო ნაპოვნი.