28, ოქტომბერი 2019 11:51:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შერჩეული 13 კანდიდატიდან აჭარის ტელევიზიის ბორდში, საკუთარი ქვოტით, არც ერთ მათგანს არ წარადგენს. მიზეზი პროცესების გაუმჭვირვალობა და კომისიის შემადგენლობისადმი უნდობლობაა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ,,ქართული ოცნება“ ცდილობს მაუწყებელის სარედაქციო პოლიტიკის ვექტორი შეცვალოს. გიორგი დიასამიძის განცხადებით, მათ არც კანდიდატებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. პროცედურების მიხედვთი, თუ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, აღნიშნულ ქვოტაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. რაც შეეხება უკვე არჩეულ წევრებს, ისინი უფლებამოსილებას უახლოეს დღეებში შეუდგებიან.