28, ოქტომბერი 2019 12:50:00
ხულოს მუნიციპალიტეტის, ხიხაძირის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი 29 აგვისტოს ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარა - ამის შესახებ ინფორმაცია „TV 25“-ს გოგონას მეზობელმა აცნობა. მოსწავლეს 17 წელი 25 აგვისტოს შეუსრულდა, კანონდებლობის თანახმად, კაცი, რომელმაც მოზარდი ცოლად შერთვის მიზნით წაიყვანა არ დაისჯება.
17 წლის გოგო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახოში გათხოვდა. რესურცენტრის ინფორმაციით, მოზარდი ამავე სოფლის სკოლაში აგრძელებს სწავლას.
ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი თავს იმით იმართლებს, რომ გოგო საკუთარი დაბადების დღიდან მეოთხე გათხოვდა, რაც მას პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს. დირექტორის თქმით, გოგო აბიტურიენტი იყო. „მართალია მშობლებთან შეუთანხმებლად გაიპარა მოსწავლე, თუმცა მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს“- ამბობს არჩილ ხალვაში.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შესულა.