28, ოქტომბერი 2019 17:46:00
ხიხაძირის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი 29 აგვისტოს ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარა - ამის შესახებ ინფორმაცია „TV 25“-ს გოგონას მეზობელმა აცნობა. მოსწავლეს 17 წელი 25 აგვისტოს შეუსრულდა, კანონდებლობის თანახმად, კაცი, რომელმაც იგი ცოლად შეირთო, არ დაისჯება. გოგო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახოში გათხოვდა. რესურცენტრის ინფორმაციით, ამავე სოფლის სკოლაში აგრძელებს სწავლას. „სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციას თავად მშობლებმა აცნობეს. გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა. მე მეტი არაფერი ვიცი“- გვითხრა ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორმა.