26, აპრილი 2017 20:05:00
დახარჯული 139 მილიონი და აუთვისებელი 20 მილიონი ლარი - ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კიდევ ერთხელ წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ხარჯვითი ნაწილი 86%-ით შესრულდა. დაუხარჯავი წილი კი ის თანხაა, რომელიც სახელმწიფო ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტმა დაგვიანებით მიიღო და განკარგვა ვერ მოასწრო. პროექტები, რომლებიც გასულ წელს ვერ დაფინანსდა, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ეს ანგისის სპორტული ბაზისა და „იაფი სახლის“ მშენებლობებია, რომლებიც 2017 წელს დაფინანსდება. ანგარიშზე საკუთარი შენიშვნა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ოფისის ხელმძღავნელმა გამოთქვა. ნათია აფხაზავამ ანალიტიკურ დოკუმენტში ვერ დაინახა მერიის ნამუშევარი, თუ რა ხარვეზები გამოავლინა 2016 წელს განხორციელებული პროექტების ირგვლივ, რომელიც მიმდინარე წელს გათვალისწინებული იქნება. ნათია აფხაზავამ ისაუბრა მერიის ახალგაზრდული ცენტრის ფორმალურ ფუნქციონირებაზე. ანგარიშს ტრადიციული შენიშვნა საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემაც დაურთო.