29, ოქტომბერი 2019 20:35:00
მომდევნო წელს რეგიონს 11 პროცენტით გაზრდილი ბიუჯეტი ექნება. აჭარის მთავრობამ 2020 წელს დაახლოებით 290 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტის 3 კვარტლის შესრულების ანგარიში დღეს წარადგინეს, განიხილეს მომდევნოს წელს განსახორციელებელი პროექტები. ეს ყველაფერი კი გასვლით სხდომაზე მოხდა.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
პროექტის მიხედვით, რესპუბლიკური ბიუჯეტი 11% არის გაზრდილი. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით 30-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 12 მლნ ლარი ,,ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოსაგვარებლად.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 18% გაიზარდა და 21 000 000 ლარია. მომავალ წელს სამინისტრო 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გეგმავს პროგრამის ამოქმედებას, რომლის მიზანია მზრუნველობა მოკლებულ პირთა სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში. პროგრამის ბიუჯეტი 465 ლარამდეა თვეში.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს სოციალურ მიმართულებებზეც, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტშია ასახული. დღევანდელ სხდომაზე მინისტრებმა სამინისტროების შესაბამისად 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრები წარმოადგინეს და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულება განიხილეს. შეხვედრას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალილტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა დაამტიცოს.