ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება.
2019 წლის 7 ნოემბერი
- 18:00 საათი - ეთნოგრაფიული გამოფენის გახსნა
- 19:00 საათი - ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცის პრეზენტაცია
- 19:30 საათი - კონცერტის დასაწყისი
- დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები – ეთნოგრაფიული მასალა, მკვლევართა ჩანაწერები და არქეოლოგიური არტეფაქტები;
- აჭარის ტურიზმის დეპატრამენტი წარადგენს ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციას;ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალურ კონცეფციასა და ტერიტორიის სივრცითი განვითარები სგენერალურ გეგმას მოიცავს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობი სძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტულ იბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;
- სცენაზე გაცოცხლდება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივებში. აგრეთვე, საღამოზე წარმოდგენილი იქნება ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები.
საღამო ტარდება „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIVსაერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში.
2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეგიონებში არსებულ ანსამბლებთან ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ. პროექტის ეს ფორმატი საარქივო ჩანაწერებიდან რეგიონებში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების დაბრუნებას ითვალისწინებს.
სწორედ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჭვანის ხეობაში მუშაობდნენ: ნათია აზარაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, ილია ხვიჩია და გიორგი ჯოლბორდი. კონცერტი ამ ფორმატით პირველად მიმდინარე წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა. პროექტის მეორე ეტაპზე ანსამბლის კონსულტანტია ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ზემო აჭარაში, ლოტბარი გურამ გუნთაძე. პროექტის ხელმძღვანელია ნინო რაზმაძე.