30, ოქტომბერი 2019 17:20:00
პუშკინის 139 ნომერში, ე.წ. უსინათლოთა კორპუსში მცხოვრებლები წვიმისგან მიყენებული ზიანის გამო შველას ითხოვენ. ნალექის შედეგად სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა, რამდენიმე ოჯახს ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. ადგილობრივების თქმით, ცუდ ამინდში საცხოვრებელ სახლებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამბობენ, რომ უკვე თვეებია ყოველი გაწვიმებისას მსგავსი პრობლემა ექმნებათ. ადგილზე მისულმა მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახურავი რესტავრაციას არ ექვემდებარება და მთლიანად შეცვლას საჭიროებს. სამუშაოები კი მარტამდე ვერ განხორციელდება.