27, აპრილი 2017 20:11:00
მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. პაატა შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. შავაძე განმარტავს, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცავებთან თანამშრომლობდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დღესვე ღოღობერიძეს მოინახულებს, რის შემდეგაც ისაუბრებს იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც მისივე ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს გარკვეულ გარიგებებს სთავაზობდნენ. ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავეს. მას პროკურატურა 11-12 მარტის აქციების ორგანიზებას ედავება. სააპელაციო სასამართლოს მიმართეს აქციების ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატებმაც.