30, ოქტომბერი 2019 18:56:00
თბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა. შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ახალგზარდა კაცს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.