ბათუმის მერია ახალი აიპის ჩამოყალიბებას გეგმავს. რა მიზნით და რა საჭირობების გამო იქმნება ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“? უწყებაში ჯერ არ იციან რა თანხა დასჭირდება ორგანიზაციის შენახვას, ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ ეს არა საჭიროება, არამედ ხელისუფლებისთვის პარტიული აქტივის დასაქმების შესაძლებლობაა.
14 ხმით ორის წინააღდეგ - ბათუმის მერიაში ახალი აიპი ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ შეიქმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა საზედამხედველო ფუნქცია ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში მოიყრის თავს. ახალი რგოლის შექმნის იდეა ქალაქის მერს უკუთვნის, თუმცა გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე თავად ლაშა კომახიძე არ დასწრებია. შესაბამისად, საკითხის ირგვლის დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა ადმინსიტრაციის უფროსსა და ვიცე მერს მოუხდა.
ახალ რგოლში მერიის შვიდი აიპი გაერთიანდება. ესენია : არქიტექტურის, ქონების მართვის, ჯანდაცვის, ავტოტრანსპორტის, სანდასუფთავების, გამწვანების სამსახურები, ასევე მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. საუბარია ჯამში დაახლოებით 160 ადამიანზე. როგორ მოხდება ახალი ორგანიზაციის დაკომპლექტება და რატომ გახდა მისი შექმნის აუცილებლობა - ეს ის მთავარი კითხვები იყო, რაც დღეს დეპუტატების მხრიდან ისმოდა.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი აიპის შექმნის მიზანია დროულად და ეფექტურად მოხდეს ქალაქში ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება. ამისთვის კი აუცილებელი ხდება თანამშრომელთა მატერიალურ -ტექნიკური ბაზით აღჭურვა. ამ ფონზე კი მერიაში ირწმუნებიან, რომ ახალი აიპის შექმნა დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ გამოიწვევს. კონკრეტულად რა დაუჯდება მერიას ახალი აიპი? - უწყებაში თანხები ამ დრომდე არ აქვთ დათვლილი.
თანამშრომლები ქალაქში სპეციალური უნიფორმებით და ტექნიკით გამოჩნდებია. მერიის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ახალ ორგანზიაციაში თანამშრომლები ტესტირების გზით შეირჩევიან.
მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს სამშენებლო სამუშაოების პროცესს, გარე ვაჭრობას, ავტომობილების პარკირებას და სხვა საზედამხედველო სამუშაოებს გაუწევს. კომპეტენციის ფარგლებში ბათუმში, მდებარე სიალმაზის სალონებში, საგანმანათლებლო დაწესბეუელბში, სათამაშო სახლებში და სხვა ობიექტებზე, სანიტარულ ნორმებსაც შეამოწმებს. თუმცა ტერიტორიულად სად განთავსდება ახალი ორგანიზაცია, ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუნიციპალური ინსპექცია ფუნქციონირებას 2020 წლიდან დაიწყებს.