30, ოქტომბერი 2019 19:11:00
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ქვა-ღორღით დატვირთული მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. ამ დრომდე ვერ ხერხდება მანქანიდან მძღოლის გამოყვანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
წყარო: პრაიმ ტაიმი