30, ოქტომბერი 2019 20:40:00
ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ოფიციალური წევრი გახდა. რამდენად რთული იქნება ზღვისპირა დროშის მოპოვება და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს ქალაქს მომდევნო 3 წლის განმავლობაში ? რას ფიქრობენ ტურიზმის ექსპერტების? შეფასებები ნაზიბროლა ქობულაძემ მოისმინა.
ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. ეს ზღვისპირა პარკს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი ორგანიზაცია.
გარემოსდაცვით განათლების ფონდთან ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მარტის თვიდან დაიწყო. FEE- ს წევრობასთან დაკავშირებით ბულვარს თანხმობის ოფიციალურ წერილთან ერთად, განსახორციელებელი ღონისძიებების სახელმღვანელო გაუგზავნა.
ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბათუმის ბულვარისთვის დროშის მოპოვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ ორგანიზაცია ფონდის მოთხოვნების ნაწილს შეასრულებს, ეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოანი მიღწევად ჩაითვლება.
საჯარო უწყება ბათუმის ბულვარი ფონდის პარტნიორ წევრად გამონაკლისის სახით მიიღეს, იმ პირობით, რომ 3 წლის ვადაში მართვა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას.