31, ოქტომბერი 2019 18:15:00
აჭარაში უხვი ნალექის გამო 112-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველებმა საგანგებო რეჟიმში იმუშავეს. დატბორილი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი.