31, ოქტომბერი 2019 18:22:00
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ,,ბაზისბანკის“ თანამშრომელი დაიკითხა. მიზეზად საქმის განმხილველი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 12 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, ბათუმის მერიის 4 მაღალჩინოსანი სასამართლომ 24 სექტემბერს გაათავისუფლა. გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე, ეგარსლან ლომაძე კი პატიმრობაში დატოვა. დავის საგანი “იაფი სახლის” პროექტია. პროკურატურის ვერსიით, გაიფლანგა 1 მილიონ 370 ათასი ლარი. საქმეზე დაზარალებულის სტატუსი ბათუმის მერიას აქვს.