31, ოქტომბერი 2019 18:30:00
ქაოტური მშენებლობები და ამ ფონზე პარკირების პრობლემა ქალაქში - საკითხზე მოძრაობა „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივამ“ ბრიფინგი გამართა. ისაუბრეს ჟიული შარტავას ქუჩაზე არსებულ მდგომარეობაზე. გია ხალვაშის განცხადებით, სამშენებლო ინვესტიციები აღნიშნულ ქუჩაზე დაახლოებით მილიონ 100 ათასზე მეტ კვარდატულ მეტრს შეადგენს,ბათუმის მერიას კი გარე და შიდა პარკირებისთვის 15 ათას კვადრატულ მეტრამდე აქვს გამოყოფილი. მისივე თქმით, 2018-2019 წელს პარკირების გამო აჭარაში დაახლოებით 90 ათასი მძღოლი დაჯარიმდა. მერიაში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ უწყება მუშაობს საკითხთან დაკავშირებით