31, ოქტომბერი 2019 20:40:00
ჩემი კოლეგა გულნარა ლეფსაია არკვევა რა შედეგები მოჰყვა უამინდობას აჭარაში. განსაკუთღებული პრობლემები უხვმა ნალექმა ე. წ ოცნების ქალაქში შექმნა. დაზარლა ათეულობით ოჯახი. სტიქიას უკიდურესად გაჭირვებულები საკუთარი ძალებით უმკლავდებიან, რადგანაც ადგილობრივ ხელიუსფლებას არ ახსოვს. რა ბედი ელით მუყაოს ქალაქში მცხოვრებლებს? მთავრობაში დღეს თემაზე საუბარი არ ისურვეს.
რაინდი შავაძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლის გაცდენა დღეს იმის გამო, მოუხდა, რომ უხვი ნალექის შედეგად, მისი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
გუშინ, გვიან ღამით მოსული წვიმის დროს ე.წ ოცნების ქალაქში ათეულობით ოჯახი დაზარალდა. აქ მცხოვრები შაინიძეები სახლში შესვლას რეზინის ჩექმების გარეშე ვერ ახერხებენ. წვიმის კვალი საცოხვრებელს ამ დრომდე ეტყობა.
აქ მცხოვრებლები სტიქიას საკუთარი ძალებით უმკვლავდებიან. იმისათვის, რომ სველი ავეჯი გაშრეს, ადგილობრივებმა შეშის ღუმელები დაანთეს. ამბობენ, რომ მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა.
სამანქანე გზებისა და სანიაღვრე არხების გაკეთების აუცილებლოაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც აქ მცხოვრებლების ინტერესებს იცავს.
დასახლებაში არსებულ პრობლემაზე პასუხისიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს უფლებამდაცველი თამაზ ბაკურიძე. იგი იმ პერიოდს იხსენებს, როცა გაცილებით მცირე ნალექის დროს, მთავრობის წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ.
რა ბედი ელით მუყაოს ქალაქში მცხოვრებლებს? კითხვას აჭარის მთავრობაში არ უპასუხეს. ოცნების ქალაქში 6 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახები ცხოვრობენ.