01, ნოემბერი 2019 10:33:00
ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჩხორიაში ავტომანქანა, სადაც სამი მოსწავლე იჯდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.
ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, ორის მდგომარეობა სტაბილურია.
ფოტო: არქივიდან