01, ნოემბერი 2019 11:21:00
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის კაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
წყარო: IPN.GE