01, ნოემბერი 2019 17:01:00
უცნობია რაზე ისაუბრეს ან საერთოდ ისაუბრეს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პატრიარქმა. მთავრობის მეთაურმა საპატრიარქოში მხოლოდ 10 წუთი დაჰყო. გიორგი გახარიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ყველაზე საინტერესო, ახლა ის არის შეეხნენ თუ არა პატრიოარქი და გახარია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია "ეჩალიჩებოდნენ" რომ პატრიარქი გადაეყენებინათ. აღსანიშნავია, რომ ბოდბელ ეპისკოპოსს წმინდა სინოდზე გაფრთხილება მისცეს მღვდელმსახურისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამო, თუმცა სკანდალური განცხადების შინაარსზე სინოდს საერთოდ არ უმსჯელია.