01, ნოემბერი 2019 21:40:00
ნიკა გვარაამია პროკურატურაში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებამ დღეს ბრალის დამძიმების გამო დაიბარა. დაკითხვაზე იგი ძაღლით მივიდა. „ტყუილად აქ სიარულს ჯობია, რომ ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე, იმიტომ, რომ ვერ ვიცლი“, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, პროკურატურაში მისვლისას განაცხადა. მან შენობა დაახლოებით ერთ საათში დატოვა. გამოსვლისას კი თქვა , რომ სადაო თემა არის მანქანა, რომელიც მისმა მეუღლემ იყიდა.