03, ნოემბერი 2019 13:22:00
„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა.
„მწუხარებამ ერთმანეთთან გაგვაერთიანა და ღმერთთან, გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობასა.
დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის.
თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვვებმა, გაიხარეთ
ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.