04, ნოემბერი 2019 10:14:00
კონგოელი რადიო წამყვანი, რომელიც ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აფრიკის პრესის თავისუფლების სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები 35 წლის პეპი მაჰამბა მუმბერეს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს და მოკლეს, მისი მეუღლე დაჭრეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ახალი ეპიდაფეთქება 2018 წლის აგვისტოში გამოცხადდა. იმ დროიდან დღემდე ქვეყანაში აღნიშნული დაავადებით 2,185 ადამიანი გარდაიცვალა.
წყარო: ipn.ge