04, ნოემბერი 2019 17:31:00
,,სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად ჯერ გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს და შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება და სველი წესით ოთახების დასუფთავება.