05, ნოემბერი 2019 13:54:00
შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილედ, ირაკლი ბაკურაძე დაინიშნა - ამის შესახებ კომპანიის პრესცენტრი იტყობინება. მათივე ცნობით, ბაკურაძეს 2012-2013 ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და წყალირინების სატუმბი სადგურების ოპერატორის პოზიცია ეკავა. 2014-2017 წლებში უფროსი ოპერატორის, 2017-2018 სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2018 წლის სექტემბრიდან სამსახურის უფროსის, 2019 იანვრიდან კი წყალმომარაგების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო.
ირაკლი ბაკურაძემ 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.