28, აპრილი 2017 17:13:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 962 000 ლარით გაიზარდა. ცვლილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გადარიცხულმა თანხამ განაპირობა. აღნიშნულ დოკუმენტს საკრებულოს სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. საკრებულოს სხდომაზე დღეს სულ 17 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ანგარიშიც მოისმინეს.