05, ნოემბერი 2019 19:30:00
მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები მეოთხე დღეა გრძელდება. ბათუმის რესურსცენტრში ამბობენ, რომ პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, დაგვიანებისა და გამოცდიდან პედაგოგის მოხსნის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ტესტირება რვა ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია, ქვეყნის მასშტაბით, 26 ათასამდე მოქმედმა და მასწავლებლობის მსურველმა გაიარა. გამოცდების წარმატებით ჩაბარება, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდგომ ხელფასის მატებას უწყობს ხელს.