28, აპრილი 2017 20:08:00
ბათუმის მერიის საპრივატიზაციო ობიექტებს კიდევ 8 მიწის ნაკვეთი დაემატა. ფასთან ერთად გასაყიდი ობიექტების ნუსხა დღეს ბათუმის საკრებულომ დაამკტიცა. ცვლილება შევიდა სარეკლამო მასალების განთავსების წესშიც. თუ კი ბანერის რომელიმე ერთი მხარე 2 კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება, იგი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ვეღარ განთავსდება. სხდომაზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც, ამიერიდან ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში: მუხრან ვახტანგაძესა და ლევან ბეჟანიძეს სამუშაო კაბინეტი ექნებათ. ცალ-ცალკე ოთახები მერიამ დეპუტატებს ქირით, მერიის შენობაში გამოუყო.