06, ნოემბერი 2019 12:12:00
ბათუმში, 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მან გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. კაცი სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა:
"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით..." - წერია მის მიერ დაწერილ facebook პოსტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.