06, ნოემბერი 2019 17:57:00
ბათუმის ბულვარსა და „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო“ ასევე, „სავაჭრო ასოციაციას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვას, ზიანის შემცირებას და სამომავლოდ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპირო ზოლების ნარჩენებისგან დასუფთავება, ასევე, ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები, სემინარები საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.