06, ნოემბერი 2019 18:12:00
ტური „TV 25“-ში. მაუწყებელს ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის, ასევე, ახალი ამბების დაგეგმვისა და გადაღების პრინციპებს გაეცნენ. მათ კითხვები ჰქონდათ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის, ჟურნალისტური ეთიკისა და დაბალანებული მედიაკონტენტის მიმართულებით. ცნობისთვის, TV 25 ტურს სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სთავაზობს. მაუწყებელში ვიზიტისას შესაძლებლობა გექნებათ, დაათვალიეროთ სივრცე, სადაც თქვენთვის ცნობილი გადაცემები კეთდება.