28, აპრილი 2017 17:01:00
საგამოძიებო უწყებებმა ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა. გენერალური ინსპექციის წარმოამდგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავეს.ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.