07, ნოემბერი 2019 17:30:00
სახალხო დამცველი მოითხოვს გამოძიება დაიწყოს, სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე , სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. როგორც ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირები მიანიშნებენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული შესაძლებელია, არასრულწლოვნების მიმართაც იყოს ჩადენილი. ომბუდსმენის განცხადებით, მან უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს. ლომჯარია ასევე, ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ომბუდსმენი ინფორმაციის მფლობელებს კონფიდენციალურობის დაცვის პირობებს აძლევს.