07, ნოემბერი 2019 17:44:00
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის თხოვნით პრემიერს თავად მიმართა, თუმცა საჯაროდ არ განმარტა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიორგი გახარიამ მას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ბატიაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. იგი ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის კადრი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების მინისტრი შესაძლოა, გიორგი ვაშაკიძე ან მაია მიმინოშვილი გახდეს.