07, ნოემბერი 2019 17:59:00
20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულ მაკო გომურს, ექსპერტიზის ბიურიდან დაურეკეს და გადაამოწმეს, მართლა დაკარგა თუ არა მან ჯანსაღი თვალი. „მოკლედ, 4,თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ - 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - წერს მაკო გომური სოციალური ქსელში. შეგახსენებთ, გოგონა ამ დრომდე, პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო.