07, ნოემბერი 2019 18:07:00
თავდაცვისა და უსაფრთხოების, მე-13, საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ფორუმის მონაწილეებმა ჰიბრიდულ ომებსა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. დღევანდელი პანელი ბრიუსელიდან ნატოს გენერალური მდივანის ყოფილმა მოადგილემ გახსნა. როუზ გოტემიულერის თქმით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ძალაში რჩება. მან საქართველოს სამაგალითო პარტნიორი უწოდა. ფორუმზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახედვაც დაიგეგმა. ორ დღიან ფორუმს თავდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.