07, ნოემბერი 2019 18:10:00
ბათუმელი სტუდენტები აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდნენ. ისინი, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას ითხოვენ. ახალგაზრდები იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ მიმდინარეობდა. მათი თქმით, ტერიტორია იმ მიზნით შეირჩა, რომ ხმა ფართო საზოგადოებას მიაწვდინონ. აქციის მონაწილეები საგანგებო პეტიციას ამზადებენ, რომელიც რამდენიმე მოთხოვნას მოიცავს. მათ შორისაა, 25 წელს მიუღწეველ პირთათვის თამაშებში ჩართულობის აკრძალვა და მთავრობის მხრიდან აზარტული თამაშების მაქსიმალურად შეზღუდვის გეგმის წარმოდგენა.