07, ნოემბერი 2019 18:22:00
ბათუმში ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაცია - ,, მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეფორმები ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას, პირველადი ჯანდაცვის სისტემას, რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითსაც. ,,მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები,რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.