07, ნოემბერი 2019 21:05:00
ბათუმში, გენ. ა. აბაშიძის ქუჩაზე, ბაგრატიონიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ბორდიურებისა და გარე განათების სისტემის მონტაჟი. მოეწყო ტრანსპორტის გასაჩერებელი და საპარკინგე სივრცეები. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება და დეკორატიული ფილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 36 ერთეული სანიაღვრე ჭის მონტაჟი. ქუჩის კეთილმოწყობის დასრულების შემდეგ განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნები და საგზაო ნიშნების დადგმა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 277 ათას ლარს შეადგენს.