08, ნოემბერი 2019 14:28:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების შესწავლას იწყებს. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ კინოჩვენება იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე საგამოძიებო უწყებები არ შეისწავლიან.
„მიმდინარეობს განცხადებაში მიმდინარე გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგი.
როგორც ლორთქიფანიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, კანის კინოფესტივალიდან აქვს ჩამოტანილი ფილმის ფრაგმენტები, რის წარდგენასაც შსს-ში მტკიცებულების სახით გეგმავს. როგორც ის ამბობს, ეს ფრამენტები მან მოიპოვა. დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს გასპარ ნოეს „love-ს“, რომლის გავრცელებაც საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამ არგუმენტით აკრძალა. მისი თქმით, ეს პრეცედენტი შსს-მ ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოს.